ქობულეთის გურამ თამაზაშვილის სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „მხედრული“ ჩინეთიდან დაბრუნდა. ანსამბლი საზღვარგარეთ ჩინური მხარის მიწვევით 11 ოქტომბერს გაემგზავრა. ეს მათი პირველი კომერციული პროექტი იყო. “მხედრულმა” ჩინეთის 28 ქალაქში 31 კონცერტი გამართა. ანსამბლი კონცერტებზე განახლებული რეპერტუარით წარსდგა. მსგავსი ტიპის პროექტები სამომავლოდაც გაგრძელდება.