27 აფთიაქში რეცეპტის გარეშე მედიკამენტების გაცემის ფაქტი გამოავლინა

12 აპრილი 2022, 13:29 822 ნახვა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, რეცეპტის გარეშე მედიკამენტების გაცემის ფაქტი 27 აფთიაქში გამოავლინა.

უწყების ცნობით, დარღვევა თბილისში, როგორც ქსელურ, ასევე არაქსელურ აფთიაქებში დაფიქსირდა.

საუბარია მეორე ჯგუფს მიკუთვნებულ ფარმაცევტულ პროდუქტზე, რომლის რეცეპტიც პირველი მარტიდან მხოლოდ ელექტრონული ფორმით გაიცემა.

''გამოვლენილ დარღვევებზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და გადაეგზავნა სასამართლოს.

რეგულირების სააგენტო აგრძელებს სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენას. მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციის კონტროლი, როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მასშტაბით განხორციელდება'' - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში