რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი ქვეყნის მოქალაქეობის ჩამორთმევის ინიციატივით გამოდის იმ რუსებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსი სამხედროების ქმედებებს აკრიტიკებენ.
„ისინი აკეთებენ განცხადებებს, წარმოაჩენენ მათ როგორც პირად მოსაზრებას, როგორც ბრძოლას მშვიდობისთვის და სინამდვილეში, ეს ყველაფერი ნატოს ერთ-ერთი ქვეყნის დადგმული სპექტაკლია, რომელშიც მონაწილეობის შემდეგ მსახიობები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან საჩუქრებს ღებულობენ-აცხადებს დუმის სპიკერი. ასე გამოეხმაურა ვოლოდინი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელი მარინა ოვსიანიკოვა გერმანულ გამოცემა ველტში დაასაქმეს.
ოვსიანიკოვა საინფორმაციო გამოშვება ვრემიას მიმდინარეობისას სტუდიაში უკრაინაში ომის საწინააღმდეგო პლაკატით შეიჭრა.
ვოლოდინის თქმით, რუსების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უკრაინაში", მაგრამ, არიან ისეთებიც, რომლებიც ცუდად და მოღალატურად იქცევიან.