უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 186 ბავშვი დაიღუპა - უკრაინის პროკურატურა

12 აპრილი 2022, 10:43 660 ნახვა

რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში სულ მცირე 186 ბავშვი დაიღუპა, 344-ზე მეტი კი დაშავდა, ინფორმაციას უკრაინული მედია გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკის, კიევის და ხარკოვის რეგიონებში.

პროკურატურაში განმარტავენ, რომ ეს ცნობები არ არის სრული, რადგან ვერ ხერხდება დაბომბვის ადგილების შემოწმება აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

შეიარაღებული აგრესიის შედეგად, უკრაინაში 938 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, აქედან 87 მთლიანად განადგურდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში