წაქცეულია ხეები, დაზიანებულია რამდენიმე შენობის სახურავი და ავტომობილი - ძლიერი ქარი ბათუმში

12 აპრილი 2022, 00:09 1462 ნახვა

ძლიერი ქარმა ბათუმში რამდენიმე მისამართზე პრობლემები შექმნა. 

ქარმა ყაზბეგის, ინასარიძის, იმნაძის, ჭავჭავაძის, გორგილაძის, ფრიდონ ხალვაშის ქუჩებზე, ასევე თამარის დასახლებაში ხეები წააქცია.

რამდენიმე საცხოვრებელ სახლს კი სახურავი გადახადა.

ძლიერმა ქარმა ოძელაშვილის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიან კორპუსს თუნუქის შეფუთვა მოგლიჯა, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი