მესამე დღეა სოფელ ყინჩაურის მოსახლეობა კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას” წინააღმდეგ აქციას მართავს. პროტესტის ნიშნად კომპანიის კუთვნილი ტექნიკისათვის ცენტრალური გზა გადაკეტილია. მოსახლეობა უსაფრთხოების გარანტიას, განსახლებას და კომპენსაციას ითხოვს. აქციის მონაწილეებს დღეს ხულოს გამგებელი შეხვდა და ადგილობრივებს ფერდსამაგრი სამუშაოებისა და სადრენაჟო სისტემების მოწყობას დაჰპირდა. ბესიკ ბაუჩაძის განმარტებით გაგრძელდება კონსულტაციები ჰესის მშენებელ კომპანიასთნ. რაც შეეხება კონპენსაციებს და განსახლებას, მისივე თქმით ეს საკითხები გამგეობის პრეროგატივას სცდება. ‘’აჭარის წყალი ჯორჯია’’ ამ დრომდე არც მოსახლეობას შეხვედრია და არც სატელევიზო კომენტარს აკეთებს.