ევროპულმა კომისიამ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ომის გამო ახალ სანქციების მორიგ პაკეტზე მუშაობა დაიწყო, რომელიც ნავთობზე ემბარგოს ითვალისწინებს.
„ევროკომისიამ მკაფიოდ მიანიშნა, რომ მუშაობას იწყებს სანქციების მე-6-ე პაკეტზე ნავთობზე ემბარგოს გათვალისწინებით. ეს ნიშნავს, რომ კონსენსუსის მისაღწევად მუშაობა დაწყებულია - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი გასულ კვირას აამოქმედა, რომელიც რუსული ქვანახშირის იმპორტზე ემბარგოს და რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის ვი-თი-ბის წინააღმდეგ ახალ სანქციებს მოიცავს.