უკრაინის პრეზიდენტმა სამხრეთ კორეის პარლამენტს მიმართა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას უცხოეთიდან მეტი დახმარება სჭირდება საიმისოდ, რომ გადარჩეს ომში, რომელსაც რუსეთი წარმართავს მის წინააღმდეგ. მისი განცხადებით, რუსეთი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპასაც და არ გაჩერდება, სანამ იძულებული არ გახდება გაჩერდეს.
ამასთანავე, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთმა უკრაინაში ასეულობით საკვანძო ინფრასტრუქტურა გაანადგურა, მათ შორის სულ მცირე 300 ჰოსპიტალი.
ვიდეომიმართვის დროს ზელენსკიმ სამხრეთ კორეის პარლამენტის წევრებს რუსი სამხედროების მიერ განადგურებული უკრაინის ქალაქების ამსახველი ფოტოები უჩვენა.