პრემიერმა მთავრობის სხდომაზე დღეს მოკლედ შეაფასა უკრაინაში მიმდინარე პროცესები და განაცხადა, რომ საქართველოში არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება, რადგან ხელისუფლება განაგრძობს სახელმწიფოს და მოქალაქეების დაცვას.
„ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები, იმის მიუხედავად, რაც ხდება უკრაინაში; ამიტომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და ხელი შევუწყოთ განვითარებას“ - განაცხადა ქვეყნის პრემიერმა.