რუსეთი უკრაინაზე ახალი შეტევისთვის ემზადება, შემოჰყავს დამატებითი ჯარები - ზელენსკი

11 აპრილი 2022, 14:05 850 ნახვა

რუსეთი უკრაინაზე ახალი შეტევისთვის ემზადება, შემოჰყავს დამატებითი ჯარები და სამხედრო ტექნიკის კოლოსალური რაოდენობა, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ კორეის პარლამენტისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის ტერიტორიის ზოგიერთ ნაწილში საომარი მოქმედებები გრძელდება.

„ჩვენი ტერიტორიის ზოგიერთ ნაწილში საომარი მოქმედებები კვლავ გრძელდება. რუსეთი კიდევ ერთ ახალ შეტევას ამზადებს იმ იმედით, რომ გატეხს ჩვენს ეროვნულ წინააღმდეგობას. ოკუპანტებმა ათიათასობით ჯარისკაცისა და კოლოსალური რაოდენობის ტექნიკის კონცენტრირება მოახდინეს, რათა ახალი დარტყმები სცადონ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პირველი პირის თქმით, რუსეთი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპასაც და არ გაჩერდება, სანამ იძულებული არ გახდება გაჩერდეს.

მისივე თქმით, მარიუპოლში რუსეთის თავდასხმის შედეგად დიდი ალბათობით, მოკლულია ათობით ათასი ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი