ოკუპირებულ ცხინვალში, სავარაუდოდ, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი აცხადებს. ე.წ. არჩევნების მეორე ტურში ბიბილოვს, ამ დროის მონაცემებით, ალან გაგლოევი დაუპირისპირდება.
ამ ეტაპზე ოკუპირებული რეგიონის ე.წ.-მა საარჩევნო კომისიამ მხოლოდ ორი რაიონის პირველადი შედეგები გამოაცხადა - საუბარია კვაისისა და ჯავის ოლქებზე, რომლის მიხედვითაც გაგლოევს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს.
დე ფაქტო საარჩევნო კომისია არაღიარებული არჩევნების შედეგებს დილის 11:00 საათზე გამოაცხადებს.