ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი აქცია დღესაც გაიმართა

10 აპრილი 2022, 21:01 1516 ნახვა

უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა ბათუმში. ბულვარში შეიკრიბნენ უკრაინელები, ქართველები და ბელარუსები, რომელთაც კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის შეჭრა უკრაინაში და ის ტრაგედია, რაც ბუჩასა და მარიუპოლში დატრიალდა.

აქციის მონაწილეებმა  მოქალაქეებს უკრაინის და უკრაინელების  დახმარებისკენ მოუწოდეს.

აქციაზე იმყოფებოდა მკვლევარიც, რომელმაც განაცხადა რომ საქართველოში დღევანდელობის აღსაწერად ჩამოვიდა და აქ უკრაინელი ხალხისადმი დიდ მხარდაჭერას ხედავს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში