„ომში მყოფმა ქვეყანამ არასწორი რაღაცებით არ უნდა მოგვმართოს“, - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა ხირსის მამათა მონასტერში ქადაგებისას განაცხდა.
მისივე თქმით, "როცა ბოდიშია მოსახდელი, ერთმანეთს შენდობა უნდა ვთხოვოთ".
მანვე ქვეყნის გაერთიანების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. სასულიერო პირი სავარაუდოდ, უკრაინის დაზვერვის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამი იყო, რომ რუსები ქმნიან არხებს კონტრაბანდისთვის, საქართველოს გავლით.