საერთაშორისო თანამეგობრობა ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებს" არ ცნობს 

10 აპრილი 2022, 16:03 1000 ნახვა

საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს ცხინვალის რეგიონში დღეს მიმდინარე ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებისა" და მათი შედეგების ლეგიტიმურობას, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს. განცხადებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს გმობს საგარეო საქმეთა სამინისტროც.

ოკუპირებულ ცხინვალში გამართულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებსა არ აღიარებს აშშ. ამერიკის საელჩო აცხადებს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ამას ვერ შეცვლის ვერც ე.წ არჩევნები და ვერც ე.წ რეფერენდუმი.

ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

ოკუპირებულ ცხინვალში გამართულ არასამართლებრივ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს გმობს ლიეტუვა და ლატვია. ქვეყნები საქართველოს სუვერენულობასა და ტერიტორიულ მთლიანობას უჭერენ მხარს. ამის შესახებ მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროები ტვიტერზე წერენ.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი