ნატო, რუსეთის მომავალ აგრესიასთან დაპირისპირების მიზნით, საზღვარზე ჯარის მუდმივად განთავსების გეგმაზე მუშაობს, - ინფორმაციას The Telegraph-ი ნატოს გენერალურ მდივანზე, იენს სტოლტენბერგზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, გადატვირთვის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება ნატოს სამიტზე მოხდება, რომელიც ივნისში მადრიდში გაიმართება.
სტოლტენბერგის ინფორმაციით, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ამჟამად ალიანსის 40 000 ჯარისკაცია განლაგებული.