ვარშავაში გამართული დონორთა კონფერენციის მონაწილეები გამოვიდნენ პირობით, რომ 10 მილიარდამდე დოლარს გაიღებენ დონაციის, სესხების და გრანტების ფორმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეულ ომს გამოქცეული ლტოლვილების და ამ ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირების დასახმარებლად.
დაპირებები მოიცავს დაფინანსებას მთავრობების, კომპანიების და ცალკეული პირების მხრიდან.
კონფერენციის მასპინძელი ქვეყანა პოლონეთი იყო, რომელმაც 2 მილიონ 500 ათასზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი შეიფარა.
ღონისძიებას უძღვებოდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო.
გაეროს ლტოლვილთა სააგენტო 9 აპრილს აცხადებდა, რომ თავისი ქვეყანა დატოვა 4 მილიონ 400 ათასზე მეტმა, მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს ქვეყანაში პროვოცირების გარეშე შეიჭრა რუსეთი.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ევროპაში წარმოადგენს ლტოლვილთა ყველაზე მასშტაბურ ნაკადს.