პოდოლიაკი: ზელენსკი პუტინს დონბასში გამარჯვების შემდეგ შეხვდება

10 აპრილი 2022, 13:04 1333 ნახვა

ვოლოდიმირ ზელენსკი  ვლადიმერ პუტინს დიდ ბრძოლებში, მათ შორის დონბასში გამარჯვების შემდეგ შეხვდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

მისივე  თქმით, რუსეთს ჯერ ბოლომდე არ ესმის, რომ უკრაინასთან აუცილებელია საუბარი თანაბარ პირობებში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი უსაფრთხოების გარანტიების საკითხსაც შეეხო.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში