პარლამენტი საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის ტექსტს ავრცელებს. ''საქართველოს უმთავრესი საგარეო - პოლიტიკური ამოცანაა ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით. ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უალტერნატივო პრიორიტეტი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაა.