ევროკავშირის წევრობის კითხვარს საქართველო 11 აპრილს მიიღებს

09 აპრილი 2022, 19:56 1160 ნახვა

ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი ამბობს, რომ წევრობის კითხვარს საქართველოს და მოლდოვას ორშაბათს, 11 აპრილს გადასცემს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კითხვარი 8 აპრილს, უკრაინაში გადასცა.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადი საქართველომ 3 მარტს გააკეთა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი