ბათუმში მომხდარ დაჭრის ფაქტზე, დაკავების კადრები ვრცელდება

09 აპრილი 2022, 18:12 8447 ნახვა

გუშინ ღამით მემედ აბაშიძის გამზირზე მომხდარი დაჭრის   ფაქტზე გამოძიება  ჯანმრთელობის განზრახ მძმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ აკავებენ სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე ინციდენტში სავარაუდოდ მონაწილე რამდენიმე პირს.

რა გახდა სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი და ჰყავს თუ არა  პოლიციას დაკავებული,

ჯერჯერობით  უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტორში დეტალეზე არ საუბრობენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში