9 აპრილთან დაკავშირებით, ბათუმში ველომარათონი გაიმართა. ველომოყვარულებმა ზღვის სანაპირო ზოლში სტარტი სიმბოლურად ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღეს და მდინარე ჭოროხის მიმართულებით გაეშურნენ.
ბათუმის ესტაფეტას ფინიში კი ბათუმის დრამატულ თეატრთან იქნება.
ველოტურები ყოველკვირეულიხასიათს მიიღებს და ყოველ კვირა დღეს დილის 8 საათზე აიღებს სტარტს.
მასში მონაწილეობა ყველა მსურველს შეეძლება. ღონისძიების ორგანიზატორები შემდეგ მასშტაბურ ველომარათონს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გეგმავენ.