კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კვლავ გაიზარდა, ბოლო მონაცემებით დაშავდა 109 და გარდაიცვალა 52 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი. პენტაგონმა დაადასტურა, რომ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმა განხორციელდა რუსეთის ჯარების მიერ. ფაქტს არაერთი მსოფლიო ლიდერი გამოეხმაურა.
აშშ-ის პრეზიდენტმა თავდასხმა დაგმო და აღნიშნა, რომ ეს არის რუსეთის მიერ ჩადენილი მორიგი საშინელი სისასტიკე, ამის შესახებ ჯო ბაიდენმა „ტვიტერზე“ დაწერა. ბაიდენის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის უსაფრთხოების საკითხებში დახმარებას და თავდაცვისთვის იარაღის მიწოდებას.