ევროკავშირი კიევში  დიპლომატიურ მისიას აახლებს

09 აპრილი 2022, 16:00 1548 ნახვა

უკრაინა ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსს ივნისში მიიღებს, ამასთან ცნობილი ხდება, რომ ევროკავშირი კიევში დიპლომატიურ მისიას აახლებს - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მან თქვა, რომ უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობა მუშაობას ახლა ისევ  კიევიდან გააგრძელებს.

24 თებერვლის რუსეთის უკრაინაში ინტერვენციის შემდეგ, ევროკავშირის დელეგაცია დროებით პოლონეთის ქალაქ ჟეშოვში გადაიყვანეს.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი