„14 წლის გოგონა ბუჩადან გააუპატიურა 5-მა რუსმა ოკუპანტმა. ის ახლა ორსულადაა“ - უკრაინის სახალხო დამცველი

09 აპრილი 2022, 15:53 1594 ნახვა

გვიან ღამით რუსეთის არმიამ კიდევ ერთი დარტყმა განახორციელა სევეროდონეცკის მიმართულებით, დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა, განაცხადა ლუგანსკის ოლქის გუბერნატორმა სერგეი გაიდაიმ.

უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინაში ჩადენილ განსაკუთრებულ სისასტიკეზე, მათ შორის არასრულწლოვნებზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტებზე წერს.

„14 წლის გოგონა ბუჩადან გააუპატიურა 5-მა რუსმა ოკუპანტმა. ის ახლა ორსულადაა“, - აცხადებს დენისოვა.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი