ზელენსკი, კრამატორსკზე იერიშის გამო, დამნაშავეების დასჯას ითხოვს

09 აპრილი 2022, 13:20 799 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი, კრამატორსკზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის გამო, დამნაშავეების დასჯას ითხოვს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით მსოფლიოს ყველა წამყვანმა სახელმწიფომ უკვე დაგმო რუსეთის თავდასხმა კრამატორსკზე.

„ჩვენ ველით მტკიცე, გლობალურ პასუხს ამ ომის დანაშაულზე“, - აცხადებს  ზელენსკი. მისი თქმით, კრამატორსკზე სარაკეტო დარტყმა ტრიბუნალის ერთ-ერთი ბრალდება უნდა იყოს. 

კრამატორსკზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის გამო, 50-ზე მეტი ადამინაი დაიღუპა.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი