საქართველოში უკრაინის 20 723 მოქალაქე იმყოფება, მათ შორის 4 500 ბავშვია - კასიანოვი

08 აპრილი 2022, 14:22 1180 ნახვა

საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, ამ ეტაპზე,საქართველოში უკრაინის 20 723 მოქალაქე იმყოფება. ამის შესახებ კასიანოვმა ბრიფინგზე ჟურნალისტების  კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ინფორმაციის შესაბამისად, რომელსაც უმაღლესი კომისრის ოფისიდან ვიღებთ, 3 აპრილის მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის 20 723 მოქალაქე იმყოფება. დაახლოებით 4 500 არის ბავშვი.

ვმუშაობთ განათლების მიმართულებით, ასევე მერიასთან და ტურიზმის სააგენტოსთან. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მოქალაქეებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოთ“, - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი