მატარებლის ვაგონში უცნობი პირები თავს დაესხნენ „ნოვაია გაზეტას" მთავარ რედაქტორს, ნობელის პრემიის ლაურეატს დმიტრი მურატოვს. მას საღებავი შეასხეს.
„კუპეში შემომასხეს ზეთოვანი საღებავი, აცეტონით. თვალები საშინლად მეწვის.
მოსკოვი-სამარის მატარებელში. მგზავრობა უკვე 30 წუთით გადაიდო", - მურატოვის კომენტარს „ნოვაია გაზეტას" „ინსტაგრამ"-გვერდი ავრცელებს.