საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 273 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი

08 აპრილი 2022, 10:51 1100 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 577 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 782 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 761, „პისიარ“-ტესტით – 2 021.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,31%, ბოლო 14 დღის –  2,2%, ბოლო 7 დღის – 1,82%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 273 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 101 შემთხვევა, აჭარა - 17, იმერეთი - 37, ქვემო ქართლი - 19, შიდა ქართლი - 21, გურია - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 17, კახეთი - 21, მცხეთა-მთიანეთი -6, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 650 981 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 630 564 გამოჯანმრთელდა, 16 766 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 864 300 აცრა, დღიურად აცრილია 577.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი