რუსი დამპყრობლებისგან სუმის ოლქი მთლიანად თავისუფალია - უკრაინული მედია

08 აპრილი 2022, 10:43 787 ნახვა

სუმის ოლქი რუსი დამპყრობლებისგან მთლიანად თავისუფალია, - ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი ჟივიცკიმ განაცხადა.

რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მოსახლეობას მოუწოდა, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ, რადგან სუმის ოლქის ტერიტორიის დიდი ნაწილი, შესაძლოა, დანაღმული იყოს.

„არ გადახვიდეთ გზის პირას და არ გამოიყენოთ ტყის გზები. ნუ მიუახლოვდებით განადგურებულ აღჭურვილობას ან ორკების ბანაკებს! მე ვიცი, რომ იქ ყველაფერი საშინელებაა, მაგრამ ჯერ არ არის გაწმენდის დრო“, - განაცხადა მან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი