რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან 169 ბავშვი დაიღუპა, 306-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში უკრაინაში რუსი სამხედროების მოქმედების შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა, 9 ბავშვი დაშავდა.
უწყების ცნობით, ამ დრომდე არსებული მონაცემებით, საომარ მოქმედებებს ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკისა და კიევის ოლქში ემსხვერპლა.
პროკურატურაში განმარტავენ, რომ ეს ცნობები არ არის სრული, რადგან ვერ ხერხდება დაბომბვის ადგილების შემოწმება აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.