მარიუპოლის მერის ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, ომის დაწყებიდან რეგიონში დაახლოებით, 5000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 210 ბავშვი გარდაიცვალა.
ვადიმ ბოიჩენკომ აღნიშნა, რომ რუსეთის ძალებმა დაბომბეს საავადმყოფოები, მათ შორის ერთ-ერთში 50 ადამიანი დაიწვა.
მისივე თქმით, მარიუპოლის ინფრასტრუქტურის 90% რუსების მიერ განადგურდა, აქედან მინიმუმ 40% აღდგენას არ ექვემდებარება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსი სამხედროები უკრაინის აღმოსავლეთით, დონბასის რეგიონზე შეტევისთვის ემზადებიან. უკრაინის ცნობით, ისინი ახლა გადაჯგუფდებიან და პოზიციებს აკვირდებიან. მიზანი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებზე სრული კონტროლის დამყარებაა.