7 აპრილს გაერო-ში კენჭისყრა გაიმართება, სადაც იმსჯელებენ გარიცხონ თუ არა რუსეთი ადამიანის უფლებათა საბჭოდან.
რუსეთის გარიცხვის ინიციატვით დიდი ბრიტანეთი მას შემდეგ გამოვიდა, რაც სამშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს სიტყვით მიმართა და ბუჩასა და სხვა ქალაქებში რუსეთის მიერ ჩადენილი სასტიკი მკვლელობების შესახებ უამბო.
წესების თანახმად კი წევრის გარიცხვისთვის ხმათა ორი-მესამედია საჭირო.