ეს საკითხები არ უნდა გადაწყდეს მედიის წინაშე, აუცილებელია სამთავრობო არხების გამოყენება, ასეთი ურთიერთდაპირისპირებით სარგებელს იღებს მხოლოდ რუსეთი - დეგნანი

06 აპრილი 2022, 17:35 964 ნახვა

მტკიცედ მოვუწოდებ, ეს საკითხი გადატანილი იყოს შესაბამის არხებზე, სადაც შესაბამისად იქნება გამოძიებული და გადაწყვეტილი, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომლითაც  უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებას გამოეხმაურა.

"ეს არის სეროზული განცხადებები და ბრალდებები. ამ საკითხს, რა თქმა უნდა, სჭირდება გარკვევა და ეს უნდა მოხდეს სამთავრობო არხების მეშვეობითსაქართველოსა და უკრაინის მთავრობებს შორის. საქართველოს მთავრობამგანაცხადა, რომ იგი არ მისცემს ამის საშუალებას, რომ მოხდეს რამე ამგვარიდარღვევა. ხშირად მესმის ხოლმე, რომ ამბობენ – არავის შეუძლია ამ სასტიკი ომისშეჩერება. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, პუტინს შეუძლია, რადგან მან დაიწყო ესომი. სანქციები არსებობს, რათა მოხდეს მასზე ზეწოლა და ეს უნდათანმიმდევრული, ერთიანი, მას უნდა ემორჩილებოდეს ყველა, რათა ეს ზეწოლაგანხორციელდეს. ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ყურადღებითდავაკვირდებით. ეს ნამდვილად ძალიან სერიოზული საკითხებია, რომლებიც არუნდა გადაწყდეს მედიის წინაშე. ამისათვის აუცილებელია, მოხდეს მნიშვნელოვანისამთავრობო არხების გამოყენება. ასეთი ურთიერთდაპირისპირებით სარგებელსიღებს მხოლოდ რუსეთი. მტკიცედ მოვუწოდებ, ეს საკითხი გადატანილ იყოსშესაბამის არხებზე, სადაც შესაბამისად იქნება გამოძიებული და გადაწყვეტილი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი