ბუქარესტში რუსეთის საელჩოს ჭიშკარს ავტომობილი გამიზნულად შეეჯახა. შეჯახების შემდეგ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად მძღოლი დაიღუპა. ინციდენტი დღეს დილით ადრე მოხდა. თვითმხილველების თქმით, ავტომობილის მძღოლს საელჩოს დაცვამ ტერიტორიის დაუყოვნებლივი დატოვება მოსთხოვა, მაგრამ მძღოლი ხმამაღლა შეეპასუხა მათ, შედეგ კი ავარია მოაწყო.
ინციდენტის რაიონში სატრანსპორტო მოძრაობა ჩაიკეტა. პოლიცია მძღოლის ვინაობას არ ასაჯაროებს და აცხადებს, რომ მომხდარს იძიებს.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ევროპის ქვეყნების რუსეთის საელჩოები უკრაინაში შეჭრის გამო განრისხებული დემონსტრანტების თავდასხმის სამიზნედ იქცნენ.