საქართველოში კორონავირუსის 376 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 234 ადამიანი გამოჯანმრთელდა, კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ ოთხი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 153 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 059, „პისიარ“-ტესტით – 2 094.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,56%, ბოლო 14 დღის – 2,43%, ბოლო შვიდი დღის – 1,98%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 650 384 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 629 266 გამოჯანმრთელდა, 16 765 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 862 701 აცრა, დღიურად აცრილია 209.