რუსეთის არმიამ უკრაინის სამ დასახლებაზე დობრიანკაზე, ნოვოვოზნესკოესა და ტრუდოლიუბოვკაზე დაკარგა კონტროლი. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
გენშტაბის ინფორმაციით, მიმდინარეობს ბრძოლა ალექსანდროვკასთვის.
"მტერმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი მოქმედებების შედეგად, დაკარგა კონტროლი დობრიანკას, ნოვოვოზნესენსკოეს და ტრუდოლიუბოვკას დასახლებებზე. ბრძოლა გრძელდება ალექსანდროვკას დასახლების მიდამოებში."-აცხადებენ გენშტაბში.