დნეპროპეტროვსკში რუსულმა რაკეტებმა ღამით გაანადგურეს ნავთობის საცავი და ცეცხლი წაუკიდეს ქარხანას, - ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.
მისივე განცხადებით, მაშველები ცეცხლის ჩაქრობას თითქმის 9 საათი ცდილობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ღამე იყო შემაშფოთებელი და რთული. მტერმა ჩვენს რეგიონს ჰაერიდან შეუტია, ნავთობის საწყობს და ერთ-ერთ ქარხანას დაარტყა. დანგრეულია ნავთობის საცავი. ქარხანაში მაშველები ამ დრომდე ასუფთავებენ ტერიტორიას", - განაცხადა ვალენტინ რეზნიჩენკომ.