გოსტომელში 400-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება - უკრაინული მედია

06 აპრილი 2022, 10:01 1217 ნახვა

ქალაქ გოსტომელში 35-დღიანი ოკუპაციის განმავლობაში, 400-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, - ინფორმაციას უკრაინული მედია გოსტომელის დასახლების სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ტარას დუმენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე ცნობით, თვითმხილველთა ჩვენებიდან ცნობილია, რომ ზოგი დაიღუპა, მაგრამ ადამიანების ადგილსამყოფელი ჯერ უცნობია.

„ჩვენ ვიცით ადამიანების შესახებ, რომ ისინი მოკლეს, არსებობს დამადასტურებელი ფოტო და ვიდეოჩანაწერები, მაგრამ მაინც ვერ ვპოულობთ მათ,”- აღნიშნა დუმენკომ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი