აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ხვალ წარადგენს - "სიენენი"

05 აპრილი 2022, 23:59 1013 ნახვა

აშშ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებთან და ევროკავშირთან კოორდინაციით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ხვალ წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას "CNN"-ი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მედიის ინფორმაციით, სანქციების ახალი პაკეტი გულისხმობს რუსეთში ყველა ინვესტიციის აკრძალვას, გაიზრდება სანქციები ფინანსურ ინსტიტუტებზე, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათ ოჯახებზე.

„უკვე დავადასტურეთ, რომ რუსეთმა უკრაინაში სამხედრო დანაშაული ჩაიდინა, ბუჩადან გავრცელებული ინფორმაცია სამხედრო დანაშაულის დამატებით მტკიცებულებებს აჩენს და როგორც პრეზიდენტმა თქვა, ვიმუშავებთ მსოფლიოსთან ერთად იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რუსეთი პასუხს აგებს ამ დანაშაულებისთვის. ერთ-ერთი ასეთი ხელსაწყო სანქციებია და ევროპელ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ სამომავლო სანქციებზე“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში