მარიუპოლში პროვოკაციას ელიან

05 აპრილი 2022, 17:43 694 ნახვა

რუსეთი მარიუპოლში მასშტაბურ პროვოკაციას ამზადებს, რათა  მასში უკრაინა დაადანაშაულოს.  ამისთვის უკვე შემუშავებულია ახალი ფეიკების სცენარები, რომლებისთვის  შესაბამის საფუძველს რუსი პროპაგანდისტები  ამზადებენ. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  საინფორმაციო ველზე აქტიურად  ვრცელდება სიცრუე მარიუპოლის უკრაინელი მცველების  დანაშაულებების შესახებ.  არსებული მონაცემებით, რუსი  ოკუპანტები ფაქტების  მასშტაბურ  ფალსიფიკაციას გეგმავენ.  ერთ ადგილზე აპირებენ რუსი სამხედროების მიერ მოკლული  მარიუპოლელების ცხედრების შეგროვებას, რათა ისინი უკრაინული ჯარის მასობრივ მსხვერპლებად  წარმოადგინონ.   ამისთვის  ბოლო დროს  ცრუ თეზისებს ამკვიდრებენ,  თითქოს უკრაინელები მშვიდობიან მქალაქეებს ცოცხალ ფარად იყენებენ. უკრაინის ეროვნული  უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით,  დღეს რუსული პროპაგანდის მთავარი ამოცანა ბუჩაში განხორციელებული ხოცვა-ჟლეტიდან საერთაშორისო და საშინაო აუდიტორიის ყურადღების მაქსიმალურად გადატანაა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი