ქალაქ რუბეჟნოეში, რუსმა სამხედროებმა აზოტის მჟავის რეზერვუარს ცეცხლი გაუხსნეს - უკრაინული მედია

05 აპრილი 2022, 15:25 3774 ნახვა

ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბეჟნოეში, რუსმა სამხედრო ძალებმა აზოტის მჟავის რეზერვუარს ცეცხლი გაუხსნეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.

სერგეი გაიდაიმ მოსახლეობას მოუწოდა, არ დატოვონ თავშესაფრები და შენობებში, კარები და ფანჯრები დაკეტონ.

„აირწინაღი აზოტის მჟავას აორთქლებისგან დასაცავად გამოიყენება. გთხოვთ, სველი სახის ნიღბები მოამზადოთ", - განაცხადა გაიდაიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში