საქართველო-დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ხვდებიან დილიდან პარლამენტის წევრები.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე პროცესებს და გამახვილდა ყურადღება საქართველოს როლზე.
კითხვაზე დაინტერესდნენ თუ არა დიპლომატები რატომ არ უერთდება სანქციებს საქართველო კობახიძე აცხადებს, რომ მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს თუ რაში უერთდება საქართველო სხვა ქვეყნებთან ერთად სანქციებს.
ამ წუთებში კი აუდიენცია ოპოზიციის წარმომადგენლებთან მიმდინარეობს.