ამერიკელი კონგრესმენების წერილი

05 აპრილი 2022, 10:49 608 ნახვა

30-ზე მეტი ამერიკელი კონგრესმენი პრეზიდენტ ბაიდენს მოუწოდებს უფრო მეტი იარაღი მიაწოდოს უკრაინას.  უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მუდმივი მოთხოვნების ფონზე დაეხმაროს აშშ-ი რუსეთისგან დასაცავად  დიდი რაოდენობით იარაღით, ამერიკელი კანონმდებლობის ორპარტიული ჯგუფი  მოითხოვს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ  გააფართოვოს შეიარაღება, რომელსაც ვაშინგტონი უკრაინელ სამხედროებს აწვდის - ნათქვამია წერილში, რომელსაც ტელეკომპანია სი-ენ-ენი ავრცელებს. 

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები ენდი კიმი და ჯეისონ კროუ, ასევე   რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი პიტერ მეიერი  წერილის ავტორები არიან,  რომელიც ჯო ბაიდენს ორშაბათს გაუგზავნეს.

წერილში კონგრესმენები  მეტი შეიარაღების მიწოდებას მოითხოვენ, მათ შორის უფრო დიდი სიშორის მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტების, ავიაგამანადგურებლების, ნავსაწინააღმდეგო რაკეტების,  ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების -სტინგერების, რომელთა მარაგი იწურება უკრაინაში, ასევე უპილოტო საფრენი აპარატების, რომლებსაც შორ მანძილზე მოქმედება შეუძლიათ. 

კონგრესმენები არნიშნავენ, რომ  მათი მოთხოვნა იმ სურვილების სიას ეყრდნობა, რომლებიც უკრაინელი ჩინოვნიკებისგან გასულ კვირას მიიღეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი