კანიონინგი კაპნისთავში  

05 აპრილი 2022, 11:05 582 ნახვა

ბათუმთან ახლოს, სოფელ კაპნისთავში კანიონინგისთვის საჭირო ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გეგმავს.

ამ სოფელში 10-მდე სხვადასხვა სიმაღლის ჩანჩქერია,  ყველაზე მაღალი  კი 35 მეტრია.

კანიონინგის ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ კაპნისთავი კიდევ ერთი ტურისტული მიმართულება იქნება, სადაც ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულები ჩანჩქერებზე დაშვებასა და ლაშქრობას შეძლებენ.   

პირველი კანიონინგის მარშრუტი ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ უჩხოს ხეობაში  2 წლის წინ მოაწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში