საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი

05 აპრილი 2022, 11:04 736 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში  389 ადამიანი გამოჯანმრთელდა, კორონავირუსით გარდაიცვალა სამი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 540 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 012, „პისიარ“-ტესტით – 2 528.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,36%, ბოლო 14 დღის – 2,61%, ბოლო 7 დღის – 2,11%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 578 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 219 შემთხვევა, აჭარა - 12, იმერეთი - 80, ქვემო ქართლი - 39, შიდა ქართლი - 28, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 54, კახეთი - 53, მცხეთა-მთიანეთი -23, სამცხე-ჯავახეთი - 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 22.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 650 008 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 629 032 გამოჯანმრთელდა, 16 761 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 862 482 აცრა, დღიურად აცრილია 211.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი