რუსი ოკუპანტები უკრაინის აღმოსავლეთზე თავდასხმისთვის ემზადებიან, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
მათივე ინფორმაციით, ამჟამად რუსულ ჯარში ძალების გადაჯგუფება მიმდინარეობს და ისინი ახალი შეტევითი ოპერაციისთვის ემზადებიან.
„მათი მიზანია დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიაზე სრული კონტროლის დამყარება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ასევე, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროოვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში გეგმებს ცვლის და ომის ახალი ფაზისთვის ემზადება. იგი შესაძლოა რამდენიმე თვე ან უფრო მეტხანს გაგრძელდეს.
სალივანმა აღნიშნა, რომ ამჟამად რუსეთი თავის ძალებს უკრაინული არმიის წინააღმდეგ თავდასხმისთვის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში გადაანაწილებს. სავარაუდოდ აგრესორი გააგრძელებს ნიკოლაევის ბლოკირებას და ხარკოვზე შეტევას.