ოკუპანტები ყველა ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხს აგებენ - ზელენსკი

05 აპრილი 2022, 10:17 532 ნახვა

ოკუპანტები ყველა ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხს აგებენ - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. როგორც  ზელესნკიმ  განმარტა, მან ეს საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტთან და ავსტრიის კანცლერთან განიხილა.

რაც შეეხება ბუჩას,  მისი თქმით, ბუჩაში ამ დროისთვის ცნობილია 300-ზე მეტი მოკლული და ნაწამები ადამიანის შესახებ, მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნება, როდესაც მთელი ქალაქი შემოწმდება.

ზელენსკის თქმით, ახლა უკრაინა ემზადება ქვეყნის აღმოსავლეთით და სამხრეთით ოკუპანტების მხრიდან კიდევ უფრო სასტიკი ქმედებებისთვის.

უკრაინის პრეზიდენტი, დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართავს. ამის შემდეგ კი ესპანეთის პარლამენტსაც. უკრაინაში არსებული ვითარება კი უკვე გააცნო რუმინელ კანონმდებლებს. სიტყვით გამოსვლამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუმინეთის პარლამენტს უკრაინის ქალაქ ბუჩაში მომხდარი მკვლელობების ფოტოები აჩვენა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში