გერმანიის მთავრობამ ქვეყანაში 40 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

04 აპრილი 2022, 23:16 958 ნახვა

გერმანიის მთავრობამ ქვეყანაში 40 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. გერმანიის საგარეო უწყების მონაცემებით, ქვეყანაში 140 რუსი დიპლომატია აკრედიტებული.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, რუსი დიპლომატები ქვეყნიდან უკრაინაში რუსული ჯარების წარმოუდგენელი სისასტიკის საპასუხოდ გააძევეს.

„ბუჩადან სურათები მეტყველებს წარმოუდგენელ სისასტიკეზე რუსეთის ხელისუფლების მხრიდან და მათი მხრიდან, ვინც მის პროპაგანდას მიჰყვება. შესაბამისად, გერმანიის მთავრობამ დღეს გადაწყვიტა, არასასურველ პირებად გამოაცხადოს რუსეთის თანამშრომლების მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომლებიც აქ, გერმანიაში ყოველდღიურად ჩვენი თავისუფლების წინააღმდეგ, ჩვენი საზოგადოების ერთიანობის წინააღმდეგ მუშაობენ“, – განაცხადა ბერბოკმა.

რუს დიპლომატებს გერმანიის ტერიტორიის დასატოვებლად 5 დღე ეძლევათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი