დიდი ბრიტანეთი რუსეთის განაცხადს ეწინააღმდეგება

04 აპრილი 2022, 14:09 843 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ  ქალაქ ბუჩაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას  სურდა, რასაც დიდი ბრიტანეთი არ დაეთანხმა. ზახაროვას თქმით, რუსეთი კიდევ შეეცდება გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევას.

გუშინ უკრაინამ და რუსეთმაც მოითხოვეს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა, რომელზეც  ბუჩაში განვითარებულ მოვლენებზე უნდა ემსჯელათ,  რომელსაც ისინი ურთიერთგამომრიცხავად აღწერენ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ საღამოს გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა, რომ „ბუჩასა და სხვა ქალაქებში რუსული ოკუპაციის დროს  ჩადენილი სამხედრო დანაშაულებები სამშაბათს გაეროს უშიშროების საბჭოს განხილვის საგანი იქნება“. თუმცა, მოგვიანებით გაეროში რუსეთის წარმომადგენლის მოადგილემ დიმიტრი პოლიანსკიმ ტელეგრამზე დაწერა, რომ რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს შეკრებას  ორშაბათისთვის ითხოვს.

ბუჩაში მომხდარ სისხლისღვრას პოლიანსკიმ უკრაინელი რადიკალების პროვოკაცია უწოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი