ოდესაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

04 აპრილი 2022, 12:50 1022 ნახვა

ოდესაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, საპორტო ქალაქის მიმართულებით რუსულმა ძალებმა ღამით რამდენიმე რაკეტა გაუშვეს, მათი ნაწილი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ გააუვნებელყო.

გავრცელებული ინფორმაციით, სამიზნეს წარმოადგენდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა, მათ შორის ნავთობსაცავი. მათივე განცხადებით, რაკეტები მიზანს არ მოხვდა, მაგრამ არის დაზიანებული არასაცხოვრებელი შენობები.

პირველადი ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

უკრაინული მედიის ცნობით, დღეს დილიდან მტერმა ასევე რამდენიმე სარაკეტო შეტევა განახორციელა ქალაქ ნიკოლაევზე. ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი